26 May Logo

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

გამოფინე დროშა და მიულოცე საქართველოს!

როგორ გამოვფინოთ დროშა FACEBOOK-ის კედელზე?

1 2 3

როგორ გამოვფინოთ დროშა?

ეს არის რეკომენდაციები, რომლებიც სახელმწიფო დროშისადმი პატივისცემის სწორ მეთოდებზე მიგვითითებს; დროშის სხვადასხვა ადგილას სწორად მოთავსებას, ჩამოკიდებასა და გამოყენებას განსაზღვრავს.

  • დროშის ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გამოფენის წესი:

    Flag

    თუ დროშა ქუჩის თავზე და/ან ფანჯარასა და ტროტუართან არსებულ სვეტს შორის გაჭიმულ ბაწარზე გამოიფინება, ის ცენტრში ვერტიკალურად ჩამოიშლება.

  • დროშის ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გამოფენის წესი:

    Flag

    თუ დროშა ჰორიზონტალურად ფლაგშტოკზე (თოკების საშუალებით ალმის აღსამართი სვეტი) გამოიფინება, ის ორი წვეროთი სვეტზე ვერტიკალურად მაგრდება.

    დროშის ერთ-ერთი წვერო ფლაგშტოკის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში თავსდება, მეორე წვერო კი ჩრდილოეთ წვეროდან სამხრეთის მიმართულებით დროშის ზომის შესაბამისი ინტერვალითაა დაშორებული.

  • დროშის ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გამოფენის წესი:

    Flag

    თუ დროშა ვიწრო აივანსა და/ან ფანჯარაზე გამოიფინება, მაშინ ის აივნის მოაჯირისა და/ან ფანჯრის რაფიდან ვერტიკალურად ჩამოიშლება;

    თუ დროშა ფართო აივანსა და/ან ფანჯარაზე გამოიფინება, მაშინ ის აივნის მოაჯირისა და/ან ფანჯრის რაფის ცენტრიდან ჰორიზონტალურად ჩამოიშლება;

  • დროშის დაშვების წესი:

    Flag

    სახელმწიფო დროშის დაშვება მზის ჩასვლის პარალელურად ხორციელდება. მას ნელა, ცერემონიულად უშვებენ.

    დროშა დაშვებულად ჩაითვლება მხო- ლოდ მაშინ, როდესაც ფლაგშტოკის შუა წერტილს მიაღწევს. ეს გათვალის- წინებულია იმისათვის, რომ სახელმწიფო დროშა მიწის ზედაპირს არ შეეხოს.

  • დროშის აღმართვისა და გამოფენის წესი:

    Flag

    სახელმწიფო დროშა შენობების წინ, ფლაგშტოკზე, დილით საზეიმოდ აღი- მართება. დროშის აღმართვასა და გა- მოფენას დამსწრეები ფეხზე დგომით გამოხატავენ.

    დროშის აღმართვა და გამოფენა სრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ფლაგშტოკის უკიდურეს ზედა წერტილს მიაღწევს.

  • დროშის მანქანაზე გამოფენის წესი:

    Flag

    მანქანაზე მხოლოდ მცირე ზომის დროშები გამოიფინება. დროშები, რომელთა სიგანე სიგრძის ნახევარია.

    მცირე ზომის დროშები მანქანის წინა მხარის უკიდურეს მარჯვენა წერტილში მაგრდება.

  • სახელმწიფო დროშის დაკეცვის წესი:

    Flag

    დროშა დაკეცვამდე ორ ადამიანს გაჭიმულად უჭირავს ისე, რომ ის მიწის ზედაპირის პარალელურადაა მოქცეული;

    Flag

    დროშას ჰორიზონტალურად შუაზე გადავკეცავთ და გადაკეცილ ბოლოებს ერთმანეთთან შევაერთებთ;

    Flag

    გადაკეცილ დროშას იმავე პრინციპით კიდევ ერთხელ გადავკეცავთ;

    Flag

    ჰორიზონტალურად დაკეცილ დროშას ორჯერ ვერტიკალურად გადავკეცავთ და ამით აღნიშნული პროცესი დასრულდება.

  • ძველი და შელახული დროშის განადგურების წესი:

    Flag

    > დროშას ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მეთოდით დავკეცავთ;
    > დროშას საპატიო ადგილას ბუნებრივ ცეცხლზე დავწვავთ;
    > დროშის სრულად დაწვას დაველოდებით.

    ძველი და შელახული დროშის გამოფენა საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ კანონის (მუხლი 5, პუნქტი 2) მიხედვით არ არის ნებადართული.